Sunday, July 16, 2017

რეფლექსია

განვლილი ტრენინგი დამეხმარება ---როგორ გავაკეთო პროექტი თანმიმდევრულად. რომ პროექტები უნდა იყოს რეალობიდან აღებული, რომ ბავშვები ცხოვრებას პირისპირ შეეჯახონ და მიიღონ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, განუვითარდეთ აზროვნების, პასუხისმგებლობის უნარი.ბავშვები იღებენ გამოცდილებას. მათგან მოდის ახალი და კრეატიული იდეები, სწვლობენ კეთებით. განვლილი ტრენინგიდან- შეფასების სტრატეგიები საშუალებას მაძლევს გამოვავლინო  მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ჩართული იყვნენ  მრავალფეროვან ,სახალისო აქტივობებში, მიაღწიონ პროგრესს. პროექტების კეთების დროს  ბავშვები უკუკავშირს  ამყარებენ მასწავლებელთან, ერთმანეთთან. ამის შედეგად ყალიბდება მოსაზრებები არგუმენტები. ვისწავლეთ როგორ დავამზადოთ ბროშურები,  ფლაერები, პუბლიკაციები, როგორ გავაკეთო პრეზენტაცია. პროექტის კეთების დროს  საშუალება  მეძლევა გამოვავლინო  მოსწვლეთა ინტელექტს შორის განსხვავება.ყოველივე აქედან გამომდინარე სწავლის პროცესი  სახალისო, საინტერესო   და  შედეგზე ორიენტირებულია.

No comments:

Post a Comment